უსაფრთხოება

BBC სრულ პასუხისმგებლობას იღებს ყველაზე უსაფრთხო სამუშაო ადგილების გარანტირებაზე და, ვმუშაობთ რა წელიწადში თითქმის ორი მილიონი  საათის განმავლობაში, ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ვართ ჩვენს სფეროში, რომელიც უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს.

წარმატება უსაფრთხოებაში ზემოდან იწყება. ჩვენი მმართველი გუნდი ვალდებულებას იღებს ნულოვანი უბედური შემთხვევების მიზნის მიღწევის ხელშეწყობაზე ჩვენი დიდი მოლოდინების მკაფიო კომუნიკაციის, შედეგების მისაღწევად საჭირო რესურსების უზრუნველყოფის და შესაბამისობის გარანტიისათვის კონტროლის განხორციელების მეშვეობით.

ყველაზე უსაფრთხო სამუშაო ადგილის შექმნის ვალდებულება არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც იზიარებს კომპანიის თითოეული მუშაკი, რომლისგანაც უსაფრთხოების უპირველესი წესის დაცვას ველით: „არასდროს ჩაუარო უყურადღებოდ არაუსაფრთხო მოქმედებას თუ მდგომარეობას“. ჩვენი უსაფრთხოების მოლოდინებს თითოეულ მუშაკს ვაცნობთ დაქირავებისთანავე და მათი დანერგვა ხდება სამუშაო საფრთხეების ანალიზის (JHA) პროგრამის, სამუშაო გეგმების პაკეტების, ტრენინგების და უსაფრთხოების საკითხებზე რეგულარული შეხვედრების მოწყობის მეშვეობით.

ჩვენი მძლავრი უსაფრთხოების პროგრამის შეფასებას იზიარებენ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ისე კლიენტები. თანამშრომლებს სწამთ, რომ ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ მათ კეთილდღეობას, ხოლო კლიენტები გრძნობენ, რომ ჩვენი უსაფრთხოების პროგრამა, ასევე, მათ თანამშრომლებსა და ობიექტებს იცავს.

ჩვენ არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეულით; შესაბამისად, ჩვენ გამუდმებით ვაფასებთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს პროცესებს უსაფრთხოების სფეროში წარმატების მიღწევის მიზნით. გენერალური სამშენებლო კომპანია ნამდვილად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ჩვენი უმთავრესი მიზანი – ყოველი სამუშაო დღე უბედური შემთხვევის გარეშე.