დირექტორთა საბჭო

გეგა ტოფაძე

გენერალური დირექტორი

გეგა ტოფაძე 2017 წლის მარტში დაინიშნა BBC construction-ის გენერალურ დირექტორად.

»ვრცლად»

გეგას დიდი გამოცდილება აქვს საბანკო საქმესა და, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. მანამდე, გეგა მუშაობდა საქართველოს ბანკში დოკუმენტური ოპერაციების ხელმძღვანელად (MSME). უფრო ადრე, იგი მუშაობდა ფაქტორინგის სპეციალისტად და უფროს კორპორატიულ ბანკირად  სს “ვითიბი ბანკის” თბილისის, მოსკოვისა და შანხაის ოფისებში. გეგა არის საერთაშორისო ვაჭრობისა და დოკუმენტური ოპერაციების სერტიფიცირებული  სპეციალისტი, CITF და CDCS მფლობელი, რომლებიც მიენიჭა ლონდონის საბანკო საქმისა და ფინანსების ინსტიტუტის მიერ. იგი ფლობს პირველი დონის სერტიფიკატს, რომელიც მიენიჭა FCI-ის მიერ (Factors Chain International). მან, ასევე, წარმატებით დაასრულა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development) TFP პროგრამა. გეგას მოპოვებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლიდან. იგი არის UC Berkeley, Haas School of Business – ის კურსდამთავრებული და ფლობს აღმასრულებელი მაგისტრის ხარისხს Nanyang Technological University, Singapore

»დახურვა»


ლუკა ღუდუშაური

მთავარი არქიტექტორი

ლუკა ღუდუშაური BBC construction-ის მთავარ არქიტექტორად 2017 წლის მარტში დაინიშნა.

»ვრცლად»

ამ ეტაპზე ლუკა მუშაობს 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმროს მშენებლობის ხარისხის კონტროლიორად. იგი მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობდა სამშენებლო კომპანიებში, სადაც ის საცხოვრებელი შენობების არქიტექტურულ პროექტებს ადგენდა (2011-2017). ლუკა პროცესების მმართველად მუშაობდა  ადგილობრივი მთავრობისგან სამშენებლო პროექტებისათვის ნებართვების მოსაპოვებლად. მანამდე იგი მუშაობდა სამშენებლო უბნის ორგანიზაციული მენეჯერის თანამდებობაზე ინჟინრებსა და ზედამხედველებთან ერთად. მუშაობის პროცესში მას ევალებოდა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია ნახაზებითა და ტრენინგებით. 2013 წელს ლუკამ გაიმარჯვა TCPA და  IFHP მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში. მას ლონდონში (გაერთიანებული სამეფო) მიენიჭა სერტიფიკატი ქალაქი-ბაღის პრინციპების სოციალური სამართლიანობის მიზნების ინოვაციური გამოყენებისთვის. ლუკა ფლობს არქიტექტორის ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან.

»დახურვა»


სანდრო მამუკელაშვილი

ფინანსური დირექტორი

სანდრომ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი.

»დაწვრილებით»

კარიერა დაიწყო საქართველოს ბანკის კორპორატიულ დეპარტამენტში უმცროს კორპორატიულ ბანკირად. ამის შემდეგ ის მუშაობდა EY Georgia-ში ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში. ამჟამად მუშაობს ბიბისიში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 

»დახურვა»